:::: MENU ::::
  • უჩა ღვინიაშვილი - ვებ დიზაინერი, ლაიფციგი 2013

    უჩა ღვინიაშვილი - ვებ დიზაინერი, ლაიფციგი 2013

  • თიკა იორდანიშვილი - მზარეული, ლაიფციგი 2013

    თიკა იორდანიშვილი - მზარეული, ლაიფციგი 2013

  • ევგენი მოროზოვი – შემდუღებელი, ლაიფციგი 2013

    ევგენი მოროზოვი – შემდუღებელი, ლაიფციგი 2013

  • გიორგი ჭეიშვილი - სამზარეულო საქმე, სან-პაულუ 2015

    გიორგი ჭეიშვილი - სამზარეულო საქმე, სან-პაულუ 2015

  • ანა ვაშაძე - ფლორისტიკა, სან-პაულუ 2015

    ანა ვაშაძე - ფლორისტიკა, სან-პაულუ 2015

  • ანდრო ველიჩკო - ვებდიზაინი, სან-პაულუ 2015

    ანდრო ველიჩკო - ვებდიზაინი, სან-პაულუ 2015

  • ლია ბულაური - საპარიკმახერო საქმე, სან-პაულუ 2015

    ლია ბულაური - საპარიკმახერო საქმე, სან-პაულუ 2015

  • მალხაზ ჩიფჩიური - შედუღება, სან-პაულუ 2015

    მალხაზ ჩიფჩიური - შედუღება, სან-პაულუ 2015

  • ლეონარდო სტეფანოვი - სარესტორნო სერვისი, სან-პაულუ 2015

    ლეონარდო სტეფანოვი - სარესტორნო სერვისი, სან-პაულუ 2015

WSG_NC_2017

WorldSkills Georgia-ს მესამე ეროვნულ შეჯიბრებაში გამარჯვებულები დაჯილდოვდნენ

23 / 01 / 2017

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს და ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ ორგანიზებული WorldSkills Georgia-ს მესამე ეროვნულ შეჯიბრებაში გამარჯვებულების დაჯილდოების ცერემონია თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოში გაიმართა. საპრიზო ადგილზე გასულ კონკურსანტებს მედლები და სერტიფიკატები გადაეცათ.

ეროვნული შეჯიბრება 6 პროფესიულ უნარში 18-19 იანვარს მიმდინარეობდა პროფესიულ კოლეჯში „იკაროსი“ (სამზარეულო საქმე, საკონდიტრო საქმე და სარესტორნო სერვისი), საზოგადოებრივ კოლეჯებში – „გლდანის პროფესიული განვითარების ცენტრი“ (გრაფიკული დიზაინი და ვებდიზაინი) და „ნატალი აკადემია“ (საპარიკმახერო საქმე).

შეჯიბრებაში მონაწილეობდნენ 22 წლამდე ასაკის ახალგაზრდები გამარჯვებულები თითოეულ პროფესიაში შესაბამისი ჟიური შეფასებების შედეგად გამოვლინდნენ.

ვებდიზაინი
6 მონაწილე
I ადგილი – ცოტნე ნაზარაშვილი
II ადგილი – გიორგი ხურციძე
III ადგილი – ლაზარე კავლელიშვილი
ექსპერტი: სერგო კარაკოზოვი

გრაფიკული დიზაინი
8 მონაწილე
I ადგილი – სალომე წიქარიძე
II ადგილი – მარიამ ტყეშელაშვილი
III ადგილი – მარიამ შაიშმელაშვილი
ექსპერტი – გიორგი კევლიშვილი

სამზარეულო საქმე
11 მონაწილე
I ადგილი – ლია ლომიძე
II ადგილი – მურად ლეონიძე
III ადგილი – ალბერტ არუტიუნიანი და გიორგი გურგენიძე
ექსპერტი: როდამ ხიდეშელი

საპარიკმახერო საქმე
6 მონაწილე
I ადგილი – კრისტინა პარუმოვი
II ადგილი – მარიამ პირველი
III ადგილი – მალვინა ბუთიძე
ექსპერტი: ნატალი თოლორაია

საკონდიტრო საქმე
4 მონაწილე
I ადგილი – ანა-ქრისტინე ტატიშვილი
II ადგილი – ქრისტინე ქოჩარიანი
III ადგილი – დავით შეყლაშვილი
ექსპერტი: დავით ყურაშვილი

სარესტორნო სერვისი
4 მონაწილე
I ადგილი – ზურა შავიშვილი
II ადგილი – მარკ ოგანეზოვი
III ადგილი – ემზარ კენჭაძე
ექპერტი: ილია საგანელიძე

WorldSkills Georgia 2017 – მესამე ეროვნულ შეჯიბრებაში პირველ ადგილზე გასული გამარჯვებულები მონაწილეობას მიიღებენ WorldSkills-ის 44-ე საერთაშორისო შეჯიბრებაში, რომელიც 2017 წლის ოქტომბერში აბუ-დაბიში გაიმართება.

Opening_17.01.2017

WorldSkills Georgia-ს მესამე ეროვნულ შეჯიბრებაში გამარჯვებულები

17 / 01 / 2017

17 იანვარს Worldskills Georgia-ს მესამე ეროვნული შეჯიბრების გახსნის ცერემონია საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა ალექსანდრე ჯეჯელავამ გახსნა. სპეციალურად ამ ღონისძიებისთვის საქართველოს საქმიანი ვიზიტით ეწვია Worldskills-ის პრეზიდენტი საიმონ ბართლი, რომელიც ღონისძიების სტუმრებს და შეჯიბრების მონაწილეებს მიესალმა და პროფესიული განათლების მნიშვნელობის შესახებ ისაუბრა.

Worldskills Georgia-ს მესამე ეროვნული შეჯიბრება 6 პროფესიულ უნარში 18-19 იანვარს გაიმართება პროფესიულ კოლეჯში „იკაროსი“ (სამზარეულო საქმე, საკონდიტრო საქმე და სარესტორნო სერვისი), საზოგადოებრივ კოლეჯებში – „გლდანის პროფესიული განვითარების ცენტრი“ (გრაფიკული დიზაინი და ვებდიზაინი) და „ნატალი აკადემია“ (საპარიკმახერო საქმე).

22 წლამდე ახალგაზრდები ორი დღის განმავლობაში შეეჯიბრებიან ერთმანეთს პროფესიულ უნარებში. სპეციალურად შერჩეული ჟიური ორი დღის განმავლობაში დააკვირდება ახალგაზრდებს დავალებების შესრულების პროცესში, Worldskills-ის საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად შეაფასებს და გამოავლენს გამარჯვებულებს. კოლეჯებში შეჯიბრების პარალელურად მოეწყობა პროფესიული უნარების შოუ და გამოფენა, რომლის დათვალიერება და საკუთარი უნარების გამოცდა ნებისმიერ დაინტერესებულ პირს შეუძლია.

WorldSkills Georgia-ს რიგით მესამე ეროვნულ შეჯიბრებაში გამარჯვებული ექვსი ახალგაზრდა 20 იანვარს გამოვლინდება. გამარჯვებულები მონაწილეობას მიიღებენ WorldSkills-ის 44-ე საერთაშორისო შეჯიბრებაში, რომელიც 2017 წლის 14-19 ოქტომბერს აბუ-დაბიში გაიმართება.

ws_logo

WorldSkills Georgia-ს რიგით მესამე ეროვნულ შეჯიბრებაში მონაწილეობის მსურველთა რეგისტრაცია დასრულდა

30 / 12 / 2016

WorldSkills Georgia-ს რიგით მესამე ეროვნულ შეჯიბრებაში მონაწილეობის მსურველთა რეგისტრაცია დასრულდა. შერჩეულ კანდიდატებს დავუკავშირდებით 3 იანვრიდან.

გისურვებთ წარმატებას!

ws_logo

WORLDSKILLS GEORGIA-ს რიგით მესამე ეროვნულ შეჯიბრებაზე რეგისტრაცია დაიწყო!

21 / 12 / 2016

გამოცადეთ თქვენი შესაძლებლობები, აღმოაჩინეთ თქვენი უნარების ძალა, მიიღეთ მონაწილეობა პროფესიული უნარების ეროვნულ შეჯიბრებაში!

2017 წლის 18-19 იანვარს თბილისში ჩატარდება WorldSkills Georgia-ს რიგით მესამე ეროვნული შეჯიბრება ექვს პროფესიაში:

  • ვებდიზაინი
  • გრაფიკული დიზაინი
  • სამზარეულო საქმე
  • სარესტორნო სერვისი
  • საკონდიტრო საქმე
  • საპარიკმახერო საქმე

WorldSkills Georgia-ს რიგით მესამე ეროვნულ შეჯიბრებაში მონაწილეობის მსურველებს 20 დეკემბრიდან 27 დეკემბრის ჩათვლით შესაძლებლობა ექნებათ ელექტრონულად შეავსონ განაცხადი და დარეგისტრირდნენ  WorldSkills Georgia-ს ოფიციალურ ვებგვერდზე www.worldskills.ge

შეავსეთ განაცხადი

გაითვალისწინეთ, შეჯიბრების მონაწილის ასაკი არ უნდა აღემატებოდეს 22 წელს 2017 წლის პირველ ნოემბრამდე!

28 დეკემბრიდან 30 დეკემბრის ჩათვლით დარგის ექსპერტები შემოსული განაცხადებისა და მონაწილეობის მსურველ კანდიდატებთან პირადი გასაუბრების საფუძველზე შეარჩევენ WorldSkills Georgia -ს რიგით მესამე ეროვნული შეჯიბრების მონაწილეებს.

თითოეულ პროფესიაში არსებული ინფრასტრუქტურიდან გამომდინარე ეროვნულ შეჯიბრებაში მონაწილეობის მისაღებად შეირჩევა მაქსიმუმ 8 მონაწილე. გამონაკლისია ვებდიზაინი, რადგან ინფრასტრუქტურა საშუალებას იძლევა შეჯიბრებაში მონაწილეობა ერთდროულად მიიღოს 18 მონაწილემ. თითოეულ პროფესიაში გამოვლინდებიან პირველი, მეორე და მესამე საპრიზო ადგილების მფლობელები, რომლებსაც გადაეცემათ სერტიფიკატები.

WorldSkills Georgia 2017 – ეროვნულ  შეჯიბრებაში პირველ ადგილზე გასული ახალგაზრდებისგან დაკომპლექტდება WorldSkills Georgia-ს ეროვნული გუნდი. ეროვნული გუნდი მონაწილეობას მიიღებს WorldSkills–ის რიგით 44-ე საერთაშორისო შეჯიბრებაში, რომელიც 2017 წლის ოქტომბერში აბუ-დაბიში გაიმართება.

WorldSkills Georgia არის საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსა და განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის ერთობლივი პროექტი, რომლის მიზანია საქართველოში პროფესიული განათლების პოპულარიზაცია, ხარისხის გაუმჯობესება და საერთაშორისო სტანდარტებთან დაახლოება. პროექტი – WorldSkills Georgia – 2012 წელს დაიწყო და განხორციელდა გერმანიის მთავრობის მხარდაჭერით და გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ) ტექნიკური მხარდაჭერით.

2012 წლიდან WorldSkills Georgia, განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის სახელით არის WorldSkills International-ის წევრი. ეწვიეთ ვებგვერდს www.worlskills.org, სადაც შეგიძლიათ გაეცნოთ ორგანიზაციის 60-წლიან ისტორიას.

საქართველოში WorlsSkills-ის ეროვნული შეჯიბრება ჩატარდა ორჯერ. საქართველოს გუნდმა ორჯერ მიიღო მონაწილეობა WorlsSkills-ის საერთაშორისო შეჯიბრებაში (2013 წელი, ლაიფციგი – სამ პროფესიაში: სამზარეულო საქმე, შედუღება, ვებ-დიზაინი; 2015 წელი, სან-პაულო – ექვს პროფესიაში: სამზარეულო საქმე, შედუღება, ვებდიზაინი, სარესტორნო საქმე, ფლორისტიკა, საპარიკმახერო საქმე).

დარეგისტრირდით WorldSkills Georgia-ს ვებგვერდზე www.worldskills.ge პროფესიული უნარების რიგით მესამე ეროვნულ შეჯიბრებაში მონაწილეობის მისაღებად, გამოცადეთ შესაძლებლობები, აღმოაჩინეთ უნარების ძალა!

დაგვიკავშირდით:

(+995) 577 278841

(+995) 577 587005

wsg_alumni_31-03-2016

Worldskills Georgia-ს გუნდის წევრებმა სამუშაო შეხვედრა გამართეს

31 / 03 / 2016

31 მარტს განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრში Worldskills Georgia-ს გუნდის წევრებთან შეხვედრა გაიმართა. შეხვედრაზე Worldskills Georgia-ს „ალუმნი კლუბის“ ჩამოყალიბების საკითხისა და სამომავლო გეგმების შესახებ ისაუბრეს.

skills week

პროფესიული განათლების კვირეული ჩატარდა

22 / 09 / 2015
საქართველოს WorldSkills Georgia-ს ფარგლებში, გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ) მხარდაჭერით, ქვეყნის მასშტაბით პროფესიული განათლების კვირეული ჩატარდა.  კვირეულის დასკვნითი ღონისძიება დღეს მოსწავლე-ახალგაზრდობის ეროვნული სასახლეში გაიმართა, რომელსაც საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი თამარ სანიკიძე დაესწრო.
ws_1

Worldksills-ის რიგით 43-ე საერთაშორისო შეჯიბრი წარმატებით დასრულდა

17 / 08 / 2015

Worldksills Sao Paulo 2015 -ზე, ნომინაციაში „ქვეყნის საუკეთესო წარმომადგენელი“ – Best of Nations გახდა პროფესიულ კოლეჯ „იკაროსის“ სტუდენტი, ლეონარდო სტეფანოვი, რომელიც წარმოადგენდა სარესტორნო სერვისს.

ვრცლად

opening ceremony

WorldSkills–ის რიგით 43-ე საერთაშორისო შეჯიბრი ოფიციალურად გაიხსნა!

13 / 08 / 2015

კონკურსის – WorldSkills Georgia გამარჯვებული, საქართველოს პროფესიული კოლეჯების სტუდენტები, ბრაზილიაში დაგეგმილ პროფესიული უნარების საერთაშორისო კონკურსზე იმყოფებიან. WorldSkills–ის რიგით 43-ე საერთაშორისო შეჯიბრება 2015 წლის 11-16 აგვისტოს, ბრაზილიის ქალაქ სან-პაულოში იმართება.

ვრცლად

with ministe

საქართველოს გუნდი WorldSkills–ის 43-ე საერთაშორისო შეჯიბრებაზე

03 / 08 / 2015

WorldSkills Georgia-ს კონკურსში გამარჯვებული საქართველოს პროფესიული კოლეჯების სტუდენტები მიმდინარე წლის აგვისტოში, ბრაზილიაში დაგეგმილ პროფესიული უნარების საერთაშორისო კონკურსში მიიღებენ მონაწილეობას. სან-პაულოში გამგზავრებამდე საქართველოს გუნდის ბოლო, გასამხნევებელი შეხვედრა გაიმართა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრთან თამარ სანიკიძესთან.

ვრცლად

worldskills_white on red

Worldskills International-ის პრეზიდენტის მიმართვა მსოფლიოს ახალგაზრდებს და პირველი წარმატება

03 / 08 / 2015

15 ივლისი გაერთიანებული ერების ორგანიზაციის მიერ აღიარებულა მსოფლიოს ახალგაზრდების პროფესიული უნარების დღედ. ამ დღესთან დაკავშირებით Worldskills International-ის პრეზიდენტმა, საიმონ ბარტლიმ მიმართა Worldskills-ში გაერთიანებულ ახალგაზრდებს მონაწილეობა მიეღოთ მსოფლიოს ახალგაზრდების პროფესიული უნარების დღის აღნიშვნაში, მოემზადებინათ მოკლე ვიდეო საკუთარი პროფესიული უნარის შესახებ და აეტვირთათ მითითებულ მისამართზე. (იხ. მიმართვა)

ვრცლად

Pages:123